თეგი: ნინო ხარატიშვილი

10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

ბერლინალე 2022 - ფილმები კინოთეატრების დიდ ეკრანებზე დაბრუნდა. 2022 წლის 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს „ოქროს“ და „ვერცხლის“ დათვის მოპოვებისთვის 15 ქვეყნის 17 მხატვრული და ერთი დოკუმენტური ფილმი იბრძოლებს. გერმანიის საელჩოს ცნობით, ნინო ხარატიშვილის რომანი „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს სპეციალურ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“ იმ 10 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ. გამარჯვებული ათეული 30–ზე მეტი ქვეყნის 190–ზე მეტი ნამუშევრიდან შეირჩა.

ნინო ხარატიშვილის რომან „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

გამოცემა The Hollywood Reporter-ის თანახმად, გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომან "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სატელევიზიო სერიალის გადაღება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდუსერები იმუშავებენ. ერთ-ერთი საპროდუსერო კომპანია, რომელიც "მერვე სიცოცხლის" მიხედვით სერიალის გადაღებაში იქნება ჩართული, ასევე მუშაობდა გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაღებულ ოსკაროსან ფილმზე - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია". "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" ერთი ოჯახის საგაა. რომანისთვის, რომელიც 2014 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე, ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს წიგნი ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა. ცნობისთვის, The Hollywood Reporter წერს, რომ ინგლისურენოვანმა პროექტმა გრანტი გერმანიის რეგიონალური სუბსიდირების ორგანოსგან Medienboard Berlin-Brandenburg-გან მიიღო.